აფიშა | საზღვარგარეთ

სამხრეთ აფრიკელები რადიოში ქართულ მუსიკას მოისმენენ

კეიპ ტაუნის წამყვანი რადიო - Fine Music Radio
კეიპ ტაუნის წამყვანი რადიო - Fine Music Radio

სამხრეთ აფრიკაში ქართული მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით შემეცნებითი პროექტი იწყება.

სამხრეთ აფრიკის წამყვანი რადიოსადგური, კეიპ-თაუნში საქართველოს საპატიო კონსულთან ჯერალდ ვილმანთან ერთად, ქართული მუსიკის პოპულარიზაციას იწყებს.

კეიპ ტაუნის წამყვანი რადიო-სადგურ fine music radio-ს რუბრიკა "მშვენიერი მსოფლიოს" ყურადღების ცენტრში, ქართული მუსიკა მოექცა. ქართული მუსიკისადმი მიძღვნილი გადაცემების ციკლი 5 იანვრიდან დაიწყო და მარტის ბოლომდე გაგრძელდება. ყოველ კვირა დღეს სამხრეთ აფრიკელ რადიომსმენელს საშუალება მიეცემა გაეცნოს სხვადასხვა ქართულ კომპოზიციას. გადაცემას კეიპ ტაუნში საქართველოს საპატიო კონსული, დოქტორი ჯერალდ ვოლმანი უძღვება.

მსგავსი პროექტი დოქტორ ჯერალდ ვოლმანის ინიციატივით და მხარდაჭერით პირველად 2011 წელს განხორციელდა. ქართულმა მუსიკამ სამხრეთ აფრიკელი მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა. რის გამოც, გაჩნდა ინციატივა ქართულ მუსიკას 2014 წელსაც მიეძღვნას გადაცემათა ციკლი. ამით სამხრეთ აფრიკელ მსმენელს შესაძლებლობა ეძლევა რეგულარულად ეზიაროს ქართულ ხალხურ, კლასიკურ და თანამედროვე მუსიკას და გაეცნოს ქართულ კულტურას.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო "თაიმერი"