აფიშა | თბილისი

სპექტაკლი "კორიოლანუსი, რიჩარდ III"

პრემიერა “კორიოლანუსი, რიჩარდ III” 23 და 24 იანვარი “თავისუფალი თეატრი” წარმოგიდგენთ უ. შექსპირის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს “კორიოლანუსი, რიჩარდ III” სპექტაკლის დამდგმელმა რეჟისორმა ჩაიფიქრა საინტერესო ექსპერიმენტი, გააკეთოს სპექტაკლი სადაც გამოყენებული იქნება ტექსტები უილიამ შექსპირის ორი პიესიდან “კორიოლანუსი” და “რიჩარდ III” ორივე პიესაში მთავარი მოქმედი გმირები მიისწრაფვიან ძალაუფლებსკენ და ამ გზაზე ისინი თელავენ ყველა მორალურ პრინციპს, მაგრამ პიესები თვისობრივად განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ზუსტად ამ განსხვავებების შერწყმაშია თეატრის ექსპერიმენტი.

  • რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი
  • მხატვარი: მირიან შველიძე
  • ქორეოგრაფი: გია მარღანია
  • რეჟ. ასისტენტი: თამუნა კამლაძე
  • მონაწილეობენ: გოგა ბარბაქაძე, აპოლონ კუბლაშვილი ქათა ლორთქიფანიძე, მარიამ ნადირაძე ჯაბა კილაძე კახა მიქიაშვილი სანდრო მარგალიტაშვილი თამუნა ნიკოლაძე თიკო კორძაძე ანი ალადაშვილი მარიამ ჯოლოგუა მამუკა მუმლაძე გიორგი ჯიქია კახა გოგიძე სალომე ჭულუხაძე დიმა მერაბიშვილი ლაშა გურგენიძე შაკო მირიანაშვილი და სხვები

დასაწყისი 19 სთ-ზე პროექტი დაფინანსდა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მიერ თავისუფალი თეატრალური პროექტების ფარგლებში.

წყარო: თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი