აფიშა | თბილისი

ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი ახალგაზრდა მწერლებისათვის ამა წლის 20 იანვარს საქართველოს მწერალთა კავშირი, თბილისის კულტურ ღონისძიებათა ცენტრის თანადგომით, აცხადებს ტრადიციულ კონურსს, რომელიც გამოავლენს 17–დან 35 წლამდე ნიჭიერ ახალგაზრდა მწერლებს. გაიცემა 4 მთავარი პრიზი: პოეზიაში – ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პრემია; პროზაში – გურამ რჩეულიშვილის სახელობის პრემია; საუკეთესო თარგმანისათვის პოეზიაში (ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემია) და ერთი ერთწლიანი სტიპენდია გამარჯვებული სტუდენტისათვის (პოეტური ან პროზაული თარგმანისათვის), როგორც ქართულიდან უცხოურად, ასევე უცხოურიდან ქართულ ენაზე. ამ სტიპენდიას აწესებს საქართველოს ებრაელთა კავშირი.

კონკურსში მონაწილე ახალგაზრდებმა უნდა გამოაგზავნონ:

  • ფოტო
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მცირე ბიოგრაფია
  • ნაწარმოებები

მთარგმნელებმა – თარგმნილი ნაწარმოები დედანთან ერთად და ორიგინალის ავტორის მცირე ბიოგრაფია.

ნაწარმოებები უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 20 თებერვლისა ელექტრონულ მისამართზე: www.merani-merani@mail.ru ან მიიტანონ მწერალთა სახლში, მაჩაბლის 13. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: 599-38-12-74 ; 2-30-78-24

წყარო: თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი