აფიშა | თბილისი

სპექტაკლი 'რომეო და ჯულიეტა'

თეატრის საერთაშორისო დღეს წარმოგიდგენთ სპექტაკლს 'რომეო და ჯულიეტა' რეჟისორი: ლევან წულაძე ყოველი დროისა და ქვეყნის მაყურებელს იზიდავს და აღელვებს სიყვარულის მუდმივი და ამ სიყვარულისთვის თავგანწირვის ისტორია.

ამბავი ორ თითქმის ბავშვზე, რომელთაც თითქოს ზენაარმა გამოუგზავნა სიყვარული, რათა კაპულეტებისა და მონტეკების სამკვდრო სასიცოცხლოდ გადამტერებული გვარები შერიგებულიყვნენ, მათ კი ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენეს და სასტიკად დაისაჯნენ.

მართლაც არ არის ქვეყნად რომეოსა და ჯულიეტას ამბის დარად სევდიანი.

წყარო: მოზარდ მაყურებელთა თეატრი