აფიშა | თბილისი

სპექტაკლი '7+1'

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი წარმოგიდგენთ სპექტაკლს მოზარდებისთვის '7+1'.

კაბარე.

ფარდები. პატარა, მრგვალი სცენა...

დეკორაცია პირობითი... სცენაზე კონფერანსიე და ლაშა ბუღაძის ,,პატარა პიესები”.

ისინი, მაყურებლის თვალწინ საკმაოდ ნაცნობ, ხშირად თითქოს აბსურდულ, მაგრამ ძალიან სასაცილო, კომიკურ თბილისურ ისტორიებად გაცოცხლედებიან.

... ნოდარი და თამუნა... ლეილა და ასაწყობი კაცი... ქეთინო და ბადრი... ლეილა და ზღვა... თქვენ წარმოიდგინეთ, - სტალინიც კი, და მეძავი მაყვალა...

მათი სიყვარულის ისტორიები, ვნებები, ღალატი და ოცნებები... ტყუილი და იმედგაცრუება... მათ ხომ ყოფით რეალობაშიც ჩვენც ხშირად ვხვდებით.

რეჟისორი - გიორგი ქაჩიბაია

მხატვარი - თეო კვიწინაძე

რეჟისორის თანაშემწე - ქეთი ქანთარია

ქორეოგრაფი - ანანო სამსონაძე

მონაწილეობენ:

ნინო ლეჟავა, თამარ ლორთქიფანიძე, ხატია მელქაძე, გიორგი კაჭახიძე, პაატა მხეიძე, ნინო ლორთქიფანიძე, კახა ჭოლაძე, სალომე წურწუმია, ლაშა გრძელიძე, ნინო კიკაჩეიშვილი, გიორგი მაისურაძე, გიორგი გოგიშვილი, ვასილ ამურველაშვილი, სოფიო ახუაშვილი, თამარ ტყემალაძე, სოფიო ფერაძე, ასმათ ქურციკიძე, მერაბ ბრეკაშვილი.

წყარო: მოზარდ მაყურებელთა თეატრი