საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების დღეს
ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 15 ივნისს დილის 08:30 სთ-იდან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს.
24 საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც კომისიის ცხელი ხაზი (2 51 00 51), ისე ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი. შესაბამისად ყველას შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული ამა თუ იმ საკითხის შესახებ.
საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:
8:30 სთ
10:30 სთ
12:30 სთ
15:30 სთ
17:30 სთ
20:30 სთ
განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.