სპორტი › ძიუდო | თბილისი

ძიუდოს ეროვნული ნაკრები პარიზის გრან სლემისთვის თბილისში ემზადება

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები ახალი სეზონისათვის დასკვნით შეკრებას თბილისში განაგრძობს. ეროვნული გუნდი ბაკურიანში გავლილი შეკრების შემდეგ თბილისში დაბრუნდა. ძიუდოისტები მთავარ მწვრთნელ ირაკლიუზნაძის მეთვალყურეობით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ოლიმპიური მზადების სპორტულ დარბაზში გადიან წვრთნებს.

28 იანვარს ეროვნული გუნდის ვარჯიშს ჟურნალისტები დაესწრნენ და გუნდში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ. ჟურნალისტთა შეკითხვებს ნაკრების თავკაცმა ირაკლი უზნაძემ და ძიუდოსიტებმა უპასუხეს. ეროვნული გუდნის ვარჯიშს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძეც დაესწრო.
ნაკრები ახალ სეზონს პარიზის პრესტიჟულ ტურნირ გრანდ სლემზე გახსნის, რომელიც სპორტკომპლექს "ბერსიში" 8-9 თებერვალს ჩატარდება. პარიზში საქართველოს ღირსებას 14 ძიუდოისტი დაიცავს.

მათ შორის იქნებიან ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოსა და ევროპის გუნდური ჩემპიონატების გამარჯვებული, საქართველოს 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენი - ავთანდილჭრიკიშვილი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის გუნდური ჩემპიონატების გამარჯვებული -ვარლამლიპარტელიანი.

გუნდთან ერთად ემზადება ოლიმპიური ჩემპიონი ლაშაშავდათუაშვილი, რომელმაცერთი წონითი კატეგორიით ზევით (73 კგ) აინაცვლა და ამ მიზეზით პარიზის გრანს სლემს გამოტოვებს, შავდათუშვილი ტატამზე 21-23 თებერვალს გასამართ დიუსელდორფის გრან პრიზე გავა.

საქართველოსნაკრებისშემადგენლობაპარიზში 8-9 თებერვალსგასამართგრანსლემზე

  • -60კგ - ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
  • -66კგ - შალვა ქარდავა, გიორგი ქალდანი
  • -73კგ - ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი
  • -81კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი
  • -90კგ - ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი
  • -100კგ - ალექსანდრე მსხალაძე, ნოდარ მეტრეველი
  • +100კგ - ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი

მთ. მწვრთნელი: ირაკლიუზნაძე

წყარო: სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

ფოტო

პარიზის გრან სლემი
პარიზის გრან სლემი
ძიუდოს ეროვნული ნაკრები წვრთნები
ძიუდოს ეროვნული ნაკრები წვრთნები

ვიდეო