მთავრობის წარმომადგენლები აკვაპარკის საზეიმო გახსნას დაესწრებიან
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩეკი, აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი აკვაპარკის საზეიმო გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან.