ეკონომიკა | თბილისი

სემინარი 'ევროკავშირთან ღრმა და თავისუფალი ვაჭრობა'

სემინარი 'ევროკავშირთან ღრმა და თავისუფალი ვაჭრობა'
სემინარი 'ევროკავშირთან ღრმა და თავისუფალი ვაჭრობა'

საქართველოს უნივერსიტეტის 519 აუდიტორიაში გაიმართება სემინარი ევროკავშირთან ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის საკითხებთან დაკავშირებით.

სემინარს წარუძღვებიან ნიდერლანდების ელჩი საქართველოში ჰანს ჰორბაჰი და მაგთიკომის პრეზიდენტი დევიდ ლიი.

საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ინიციატივით და სავაჭრო სამრეწველო პალატის პარტნიორობით, მიმდინარეობს პროექტი "გაიცანი და გააცანი DCFTA".

სემინარის ფარგლებში სტუდენტებს მიეწოდებათ ვრცელი ინფორმაცია DCFTA – ს სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ და ასევე დაგეგმილია დისკუსიის მოწყობა აღნიშნული თემის ირგვლივ.

წყარო: საქართველოს უნივერსიტეტი