› ეკონომიკა | ქუთაისი
გიორგი მიშელაძის სამუშაო შეხვედრა სასტუმრო 'ბაგრატში'
ქუთაისში, სასტუმრო "ბაგრატში“, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე, დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრას გამართავს.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან.
მისამართი: ქ. ქუთაისი წერეთლის ქ. 2 ა
წყარო: PIA - საინფორმაციო სააგენტო