ეკონომიკა | ყაზბეგი

ყაზბეგში, სასოფლო კოოპერატივების სააგენტოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრა

ყაზბეგში, სასოფლო კოოპერატივების სააგენტოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრა
ყაზბეგში, სასოფლო კოოპერატივების სააგენტოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრა

ყაზბეგის რაიონის მუნიციპალიტეტის შენობაში გაიმართება შეხვედრა სსიპ "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს" ხელმძღვანელობასთან შემდეგ საკითხებზე:

  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის არსი და მნიშვნელობა სოფლის განვითარებაში;
  • საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მიმდინარეობა და პერსპეკტივები;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზა;
  • კოოპერატივის დაფუძნებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ორგანიზაციული საკითხები;

გაიმართება დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დაინტერესებული ფერმერები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები, სსიპ "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს" ხელმძღვანელები.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური.

წყარო: ყაზბეგის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური