ეკონომიკა | თბილისი

საქართველოს სამთავრობო წარმომადგენლები შვეიცარიის განვითარების სააგენტოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ

"ქორთიარდ მარიოტში" გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს დირექტორი რუდოლფ შოხი ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.