ინტერნეტსივრცეში იწყება ახალი პროექტი - „სალომე შელიას ფინანსური რჩევები“
7 თებერვლიდან ინტერნეტსივრცეში დაიწყება ახალი პროექტი - „სალომე შელიას ფინანსური რჩევები“.
პროექტის მიზანია, ადამიანებს დაეხმაროს პირადი ფინანსების ეფექტურად მართვაში, უკეთ გაარკვიოს ფინანსური პროდუქტების არსში და მისცეს პრაქტიკული რჩევები ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებლად.
სალომე შელია - გამოცდილი მენეჯერი, წარმატებული ბიზნესკონსულტანტი და პირადი ფინანსების ექსპერტია, რომელსაც მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. 2006 წლიდან ის ხელმძღვანელობდა მენეჯმენტის საკონსულტაციო ფირმა - „IMG-ს“, რომელიც თანამშრომლობდა ისეთ წარმატებულ და ცნობილ კომპანიებთან, როგორიცაა „კავკასუს ონლაინი“, „ფოთის პორტი“, „სოკარი“, „აქსისი“ და სხვა.
2001 წელს მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი MBA ბიზნესის ადმინისტრირებაში CASE WESTERN RESERVE უნივერსიტეტის, WEATHERHEAD-ის მენეჯმენტის სკოლიდან. ასევე, გახლავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მაგისტრი.
თქვენ შეგიძლიათ, ყოველკვირეულად იხილოთ ახალი ვიდეო და მოისმინოთ სალომე შელიას ფინანსური რჩევები, როგორც YouTube-ზე, ასევე თიბისი ბანკის Facebook-ის გვერდზე. (ლინკები)
პროექტის სპონსორია თიბისი ბანკი.
წყარო: თიბისი ბანკი