› ეკონომიკა | მცხეთა
ICC Georgia და "საქპატენტს" შორის მემორანდუმი გაფორმდება
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს წარმომადგენლობასა (ICC Georgia) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ "საქპატენტს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
ICC Georgia-ს მხრიდან მემორანდუმს ხელს მოაწერს თავმჯდომარე ფადი ასლი, ხოლო საქპატენტის მხრიდან თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე.
მისამართი: მცხეთა, ანტიოქიის 5
წყარო: PIA - საინფორმაციო სააგენტო