ეკონომიკა | ლანჩხუთი

ლანჩხუთის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

ლანჩხუთის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება
ლანჩხუთის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, თორნიკე თორაძემ და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე გიორგი კობერიძემ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. წყლის სისტემების რეაბილიტაციის შედეგად ლანჩხუთის მოსახლეობის დიდ ნაწილს ნაცვლად 3-დან-12 საათამდე გრაფიკისა 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. სამუშაოების საერთო ღირებულება 2,703,731.06 ლარია. პროექტის დასრულების შემდეგ ობიექტი ექსპლუატაციაში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გადაეცემა.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა შიდა საქალაქო ქსელების ამორტიზირებული მილსადენების ახლით შეცვლა და ორი სამარაგო რეზერვუარის რეაბილიტაცია. ასევე კლიტეკარის სათავე ნაგებობის და საქლორატორო სადგურის მოწყობა. რეაბილიტაციამდე კლიტეკარის სათავე ნაგებობის საინფილტრაციო მოედანი ვერ უზრუნველყოფდა საჭირო რაოდენობის წყლის გაფილტრვას. ასევე გაძნელებული იყო შესაბამისი ხარისხის წყლის მიღება. მდინარის ამღვრევის შემდეგ მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების შეწყვეტა ხდებოდა. რეაბილიტაციის შედეგად ლანჩხუთის მოსახლეობა მაღალი ხარისხის სასმელ წყალს მიიღებს 24 საათიან რეჟიმში.

პროექტი ასევე ითვალისწინებდა ლაშის ღელესა და ორაგვის ღელეს სათავე ნაგებობაზე ახალი 500 მ3 და 2000 მ3 მოცულობის რეზერვუარების აშენებას, თანამედროვე დაქლორვის სისტემის დამონტაჟებას, სანიტარული ზონის შემოღობვას, ქალაქის წყალმომარაგების ქსელზე 40კმ-ზე მეტი მილსადენის შეცვლას და მოსახლეობამდე მიყვანას. ასევე მოხდება სარეგულაციო ჭებისა და ურდულების მოწყობა. პროექტის ფარგლებში ასევე მოხდება “ სკადას“ სისტემის დამონტაჟება, რომელიც გააადვილებს ქალაქის წყალმომარაგების კონტროლსა და ოპერირებას.

გარდა ლანჩხუთის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისა გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ მდინარე ორაგვის ღელის წყალმიმღები ნაგებობის რეაბილიტაციაც განახორციელა. პროექტის ღირებულება 557, 764,81 ლარია. ორაგვის სათავე ნაგებობის საინფილტრაციო მოედანი ვერ უზრუნველყოფდა საჭირო ოდენობის წყლის გაფილტრვას, ასევე წყლის ხარისხი ვერ აკმაყოფილებდა შესაბამის სტანდარტს და წყლის ამღვრევის შემთხვევაში მოსახლეობას წყალი ეთიშებოდა. რეაბილიტაციის შედეგად გაიზრდება წყლის დებეტი , რომლის შედეგადაც მოსახლოებას 3-დან 12 საათამდე არსებული გრაფიკი მოეხსნება და წყლის მიწოდება 24 საათიან რეჟიმში მოხდება. ასევე აბონენტთა რიცხვი გაიზრდება 1200-დან 1800-მდე. სამუშაოების დასრულების შემდეგ წყალმომარაგების რეჟიმი იქნება სტაბილური და წყლის მიწოდება აღარ იქნება დამოკიდებული კლიმატურ პირობებზე. ასევე გარანტირებული იქნება მოსახლეობისთის სასმელი წყლის ხარისხი.

წყარო: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

ფოტო

ლანჩხუთის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება
ლანჩხუთის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება
ლანჩხუთის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება
ლანჩხუთის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება