ეკონომიკა | თბილისი

რეისის თბილისი-მესტია-თბილისის ამოქმედების შესახებ გამოცხადდება

რეისის თბილისი-მესტია-თბილისის ამოქმედების შესახებ გამოცხადდება
რეისის თბილისი-მესტია-თბილისის ამოქმედების შესახებ გამოცხადდება

ნატახტარის აეროდრომზე რეისის თბილისი-მესტია-თბილისის ამოქმედების შესახებ ოფიციალურად გამოცხადდება

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, თბილისიდან მესტიის მიმართულებით ავიარეისები საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრობის ხანგრძლივობას (7-8 სთ.) 45 წუთამდე შეამცირებს.

პირველი რეისი მესტიის მიმართულებით 18 ივლისს შესრულდება. რეისები შესრულდება კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს. გაფრენა 11:00;  გამოფრენა 14:00, ბილეთის ღირებულება 65 ლარი იქნება (ერთი მიმართულებით).

ფრენებს ქართული ავიაკომპანია "სერვისეირი" შეასრულებს, რომელმაც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიგო და რეისებს ახალი ჩეხური 15-ადგილიანი თვითმფრინავებით განახორციელებს.

სახელმწიფოს 3 წლის მანძილზე განსაზღვრული აქვს ლიმიტირებული სუბსიდიით ავიაფრენების წახალისება, რათა კომპანიამ კონკურენტული ფასებით მეტი რეისის განხორციელება და რაც მთავარია, ზამთრის პერიოდში ფრენა შეძლოს.
 
მსურველებს ბილეთების შეძენა შეეძლებათ „ვანილა სქაის“ სალაროებში ნატახტარის აეროდრომზე და თბილისში - მისამართზე: ბამბის რიგი №11; მესტიაში ბილეთები გაიყიდება მესტიის აეროპორტის სალაროებში;

წყარო: PIA - საინფორმაციო სააგენტო