ეკონომიკა | თბილისი

'ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანება' (WUGS) პირველ ბიზნესფორუმს გამართავს

'ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანება' (WUGS) პირველ ბიზნესფორუმს გამართავს
'ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანება' (WUGS) პირველ ბიზნესფორუმს გამართავს

ბიზნესფორუმი საერთაშორისო ორგანიზაცია „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების“ (WUGS) ორგანიზებით ჩატარდება.

ფორუმში საქართველოს წამყვანი კომპანიები და საბანკო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

ბიზნესფორუმის თემას ახალგაზრდებში ინვესტიციების განხორციელების პოპულარიზაცია წარმოადგენს.

ამასთან, ღონისძიებაზე განიხილება დაგეგმილი პროექტებიც, მათ შორის უცხოეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტების ერთიანი ბაზის შექმნა; უცხოეთში არსებული ქართული სტუდენტური ორგანიზაციების გაძლიერება და დაფუძნება ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით; მოკლე ვიდეოების გადაღება ახალგაზრდობის საკითხების პოპულარიზაციისთვის.

“ფორუმი ახალგაზრდობის საკითხებზე ბიზნესმენების ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს და კომპანიებს ახალგაზრდულ პროექტებში გონივრული ინვესტიციის განხორციელებაში დაეხმარება“, - აცხადებს ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების თავმჯდომარე ნინო შარაშიძე.

წყარო: PIA - საინფორმაციო სააგენტო