ეკონომიკა | საქართველო

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რუისი–აგარის მონაკვეთის მშენებლობა

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რუისი–აგარის მონაკვეთის მშენებლობა
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რუისი–აგარის მონაკვეთის მშენებლობა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებმა ვაჟა ფანჩულიძემ და გივი ჩოჩიამ E60 ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები რუისი-აგარის მონაკვეთზე დაათვალიერეს და გზის მშენებლებისგან პროექტის მიმდინარეობაზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს. მოგვიანებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა ქუთაისის რეგიონულ ოფისში გამართეს.

E60 ავტომაგისტრალის რუისი-აგარის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი, რომელიც 19 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზის რეკონსტრუქციას ითვალისწინებს, რუისს დასავლეთ საქართველოსთან დააკავშირებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი რუისი-აგარის მაგისტრალის მონაკვეთს მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით აშენებს. სამშენებლო სამუშაოებზე, რომლის ღირებულებაც 70 მილიონი ლარია, 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მათგან 70% კი ადგილობრივია, რომელთა დიდი მაწილი მიმდებარე სოფლების მცხოვრები მოსახლეობაა. ჯგუფები 24 საათის განმავლობაში, 2 ცვლაში მუშაობენ.

რუისი-აგარის ავტომაგისტრალის 11 კილომეტრიან მონაკვეთზე გზის გაუმჯობესება და 8 კილომეტრზე აგარის შემოვლითი ახალი მიმართულების გზის მშენებლობა ხორციელდება. გზის საფუძვლის მოწყობის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, უკვე აშენდა 36 რკინაბეტონის წყალგამტარი მილი, 6 მიწისქვეშა სამეურნეო გასასვლელი და 3 სახიდე გადასასვლელი. ასევე, მიმდინარეობს 4 ხიდის, 2 ესტაკადის და 5 გზაგამტარის მშენებლობა. ავტობანის ეს მონაკვეთი რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდება, რაც ავტომობილის გადაადგილებას სწრაფს და უსაფრთხოს გახდის.

ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე პარალელურად მიმდინარეობს: აგარა-ზემო ოსიაურის, რუისი-აგარის, ზესტაფონი-ქუთაისის, ქუთაისის შემოვლითი, ქუთაისის შემოვლით-სამტრედიის, სამტრედია-გრიგოლეთის და ქობულეთის შემოვლით გზების სამშნებელო სამუშაოები.

წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ფოტო

ვიდეო