ეკონომიკა | სამცხე-ჯავახეთი

სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია სამცხე-ჯავახეთში

სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია სამცხე-ჯავახეთში
სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია სამცხე-ჯავახეთში

პროექტის "ჯავახეთის ეროვნული პარკის შექმნა საქართველოში" ფარგლებში - ჯავახეთის რეგიონის 7 სოფელში (სულდა, ბოზალი, დადეში, კარწახი, ეფრემოვკა, ჟდანოვი და პატარა ხანჩალი) სასმელი წყლის სისტემის სარებილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისთან(WWF) ერთად, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის(KFW) დაფინანსებით ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში სოფლებამდე მილსადენებით მიყვანილი იქნება სასმელი წყალი, მოეწყობა სათავე ნაგებობები და საქლორატოროები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ რეზერვუარებს. ღონისძიებების განხორციელების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონის შვიდივე სოფლის მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. სამუშაოების დაწყების პროცესი ადგილზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

წყარო: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

ფოტო

ვიდეო