ეკონომიკა | ბათუმი

მზადება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების აუდიტისათვის

მზადება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების აუდიტისათვის
მზადება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების აუდიტისათვის

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განაგრძობს აქტიურ მზადებას საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების აუდიტისათვის (IMSAS), რომელიც საქართველოს ეწვევა 2015 წლის თებერვალში. სწორედ ამ მიზნით მიმდინარე წლის 21-25 ივლისს პერიოდში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ევროკომისიის დაფინანსებული პროექტის TRACECA II ფარგლებში სამუშაო ვიზიტით ეწვია აუდიტორები კაჩიტ იალჩინი და ჟან შრედერი - რათა სააგენტოს ჩაუტარდეს IMSAS საცდელი აუდიტი (Mock Audit). საცდელი აუდიტის შედეგების მიხედვით განისაზღვრება სააგენტოში უახლოეს მომავალაში დაგეგმილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის აუდიტის სავარაუდო შედეგები და მოხდება გეგმის შემუშავება პრობლემების აღმოსაფხვრელად, რათა მზად იყოს საქართველო ამ მნიშვნელოვანი გამოწვევისათვის.

წყარო: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო