ეკონომიკა | ქობულეთი

ქობულეთის ახალი ხილის შესაფუთი საწარმოს პროდუქციას ევროპის ქვეყნებში გაიტანენ

ქობულეთში, ახალი ხილის შესაფუთი საწარმოს პროდუქციას ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გაიტანენ
ქობულეთში, ახალი ხილის შესაფუთი საწარმოს პროდუქციას ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გაიტანენ

ქობულეთში, ხილის შესაფუთი საწარმო ამოქმედდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ რეგიონის მინისტრებთან ერთად ქობულეთში არსებული ხილის შესაფუთი ტარის დამამზადებელი საწარმო შპს „TCF GEORGIA“-ს მოინახულა. საწარმოში სხვადასხვა სახეობის ხილისთვის პლასტმასის, ხის ანათალისა და მუყაოს გოფრო ტარა მზადდება.

დღეისათვის სარეალიზაციოდ უკვე მზად არის 300 000 ცალი პლასტმასის ყუთი. დღე-ღამის განმავლობაში სრული დატვირთვის შემთხვევაში საწარმოში 14 000 ყუთის დამზადებაა შესაძლებელი. წლის ბოლომდე შპს „TCF GEORGIA“-ში სოფლის მეურნმეობის პროდუქტისთვის სხვადასხვა სახის 2 მილიონამდე ყუთი დამზადდება. მათ შორის ხურმისა და ატმისათვის 8- 9კგ, ციტრუსისა და ხეხილისათვის 13-14 კგ და სხვადასხვა მიზნისთვის ადგილზე გამოსაყენებელი 19- 20 კილოგრამის ტევადობის ყუთები მზადდება. „მინდა გითხრათ რომ საწარმო ყველა სტანდარტს პასუხობს. ქარხანაში ოთხი სახის ყუთი მზადდება სხვადასხვა ხილისთვის და ბოსტნეულისთვის. ყუთებით უკვე მარაგდება კახეთის რეგიონი, საიდანაც ექსპორტზე გააქვთ დაფასოებული ატამი. მანდარინის სეზონისთვის გვექნება კიდევ ერთი ქარხანა, რომელიც საათში 20 ტონამდე კონცენტრატს დაამზადებს.

პროდუქციას საფრანგეთში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, იტალიასა და ისრაელში გაიტანენ. მალე კახეთიდან არასტანდარტული ატმის ჩამოტანა მოხდება და მისგან კონცენტრატი დაამზადდება. ამავე საწარმოში მოხდება ციტრუსის პარაფირება, რაც შენახვის თვისებეს გაუმჯობესებს. პლიუს დაემატება მაცივარი 3 500 ტონაზე , რაც საშუალებას იძლევა გაიზარდოს სეზონი.“ - განაცხადა არჩილ ხაბაძემ საწარმოს დათვალიერების შემდეგ.

წყარო: არჩილ ხაბაძე - აჭარის მთავრობის თავმჯდომარე

ფოტო

ქობულეთში ხილის შესაფუთი საწარმო ამოქმედდა
ქობულეთში ხილის შესაფუთი საწარმო ამოქმედდა
ქობულეთში ხილის შესაფუთი საწარმო ამოქმედდა
ქობულეთში ხილის შესაფუთი საწარმო ამოქმედდა
ქობულეთში ხილის შესაფუთი საწარმო ამოქმედდა
ქობულეთში ხილის შესაფუთი საწარმო ამოქმედდა