ეკონომიკა | ჩაქვი

დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე ახალი საკურორტო ზონა მოეწყობა

დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე ახალი საკურორტო ზონა მოეწყობა
დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე ახალი საკურორტო ზონა მოეწყობა

დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე ახალი საკურორტო ზონა მოეწყობა - პროექტის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

"მოხარული ვარ, რომ აქ, აჭარაში ხორციელდება უპრეცედენტო, ინოვაციური პროექტი - „დრიმლენდ ოაზისი", რისთვისაც ჩაქვში შემოდის 105-მილიონიანი ინვესტიცია. ეს არის ყველაზე მსხვილი ევროპული ინვესტიცია აჭარაში. ჩვენთვის ნამდვილად საამაყოა, რომ ამ თანამედროვე, ძალიან პერსპექტიული, აპარტოტელის ტიპის პროექტის განხორციელების ადგილად ავსტრიელმა ინვესტორებმა სწორედ საქართველოს კურორტი შეარჩიეს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო არის სანდო და საიმედო პარტნიორი სერიოზული პროექტების განხორციელებისთვის, "- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საკურორტო ზონა Dreamland Oasis-ში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლები განთავსდება. ტერიტორიაზე ამ დროისთვის 21 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. კომპლექსში 3 ღია და 1 დახურული აუზი, აკვაპარკი, კორტები და მოედნები მოეწყობა. ტერიტორიაზე მთლიანობაში 1000 სასტუმროს ტიპის ბინა განთავსდება.

წყარო: საქართველოს მთავრობა

ფოტო

პრემიერ-მინისტრი ჩაქვში Dreamland Oasis-ის პრეზენტაციას დაესწრო
პრემიერ-მინისტრი ჩაქვში Dreamland Oasis-ის პრეზენტაციას დაესწრო

ვიდეო