ეკონომიკა | საქართველო

სახელმწიფო პროგრამა 'აწარმოე საქართველოში' იწყება

სახელმწიფო პროგრამა 'აწარმოე საქართველოში'
სახელმწიფო პროგრამა 'აწარმოე საქართველოში'

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით იწყება სახელმიფო პროგრამა - 'აწარმოე საქართველოში'.

ადგილობრივი წარმოების სტიმულირების, ქართული პროდუქციის შექმნის, მისი ხარისხის უზრუნველყოფისა და წარმოებაზე ორიენტირებული ინდუსტრიების განვითარების მიზნით, იწყება სახელმწიფო პროგრამა - „აწარმოე საქართველოში". ინიციატივა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის.
როგორც პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა განაცხადა, საქართველოს აქვს პოტენციალი, თავად აწარმოოს პროდუქცია და იმპორტზე არ იყოს დამოკიდებული.
„ჩვენი იდეა და გადაწყვეტილებაა, ყველა რეგიონში, შემდეგ კი ყველა რაიონსა და სოფელში აღვადგინოთ ქართული წარმოება და ხელი შევუწყოთ მის აღორძინებას. ეს მოიტანს ახალ სამუშაო ადგილებს, დამატებით შემოსავლებსა და ხალხის მატერიალურ კეთილდღეობას", - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურის განმარტებით, პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ხელს შეუწყობს ყველა მეწარმეს, რომელიც ახალი საწარმოს შექმნას გადაწყვეტს. მათ სიმბოლურ ფასად გადაეცემათ ამორტიზებული შენობა-ნაგებობები, მიეცემათ შეღავათიანი სესხები ძალიან დაბალი პროცენტით, ხოლო რეგიონები განსაკუთრებული პრივილეგიებით ისარგებლებენ.

„პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში" უნდა გახდეს საბოლოოდ ქართული ბრენდი - ,,წარმოებულია საქართველოში". ამ ნიშნით გამოშვებული ნაწარმი იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, დააკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას და წარმატებით გაუწევს კონკურენციას უცხოურ პროდუქციას არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. შორს არ არის ის დრო, როდესაც ქართული პროდუქცია თავისუფლად შევა ევროპის ბაზარზე და წარწერა - ,,წარმოებულია საქართველოში" სულ სხვა დატვირთვას შეიძენს. ჩვენი მიზანია, ავაღორძინოთ წარმოება საქართველოში და ამას აუცილებლად მივაღწევთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წყარო: აწარმოე საქართველოში აწარმოე საქართველოში

ფოტო

სახელმწიფო პროგრამა 'აწარმოე საქართველოში'
სახელმწიფო პროგრამა 'აწარმოე საქართველოში'

ვიდეო