ეკონომიკა | თბილისი

'ეკონომიკის ექსპერტთა კლუბის' სხდომა: საქართველოში მეოთხე თაობის ინტერნეტის დანერგვასთან დაკავშირებული ბარიერები

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ „ეკონომიკის ექსპერტთა კლუბის“ სხდომა გაიმართება. მოწვეულნი არიან ფიჭური კავშირგაბმულობისა და ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიების წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები და ეკონომიკის ექსპერტები.

თემა: „ვინ აფერხებს ბიზნესის განვითარებას და ტექნოლოგიურ პროგრესს. – საქართველოში მეოთხე თაობის ინტერნეტის დანერგვასთან დაკავშირებული ბარიერები – სახელმწიფოს მიერ შექმნილი ხელოვნური წინაღობა, თუ ტექნიკური ბაზის არარსებობა“.

საკონტაქტო პირი გიორგი კაპანაძე 571 87 17 81

წყარო: PIA - საინფორმაციო სააგენტო