გარდაბანში თბოელექტროსადგურის მშენებლობა 2015 წელს დასრულდება
გარდაბანში თბოელექტროსადგურის მშენებლობა 2015 წელს დასრულდება
230 მგვ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე „General Electric“-ის გაზის ტურბინების მონტაჟი დაიწყო.
ტერიტორიაზე უკვე დასრულებულია ძირითადი აგრეგატების საძირკვლის სამუშაოები და მიმდინარეობს ლითონ-კონსტრუქციებისგან სხვადასხვა დამხმარე შენობების მშენებლობა. საპარტნიორო ფონდმა და საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ თბოსადგურის მშენებლობა იანვრის თვეში დაიწყო და დასრულებას 2015 წელს გეგმავს.