ეკონომიკა | თბილისი

საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია

საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია
საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია

თბილისს ეწვევა ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე-მანუელ ბაროზუ, რომელიც საქართველოს პრემიერ მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გასხნის საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციას.

აღსანიშნავია, რომ ამ მასშტაბის კონფერენცია პირველად ტარდება საქართველოში და წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისადმი ევროკავშირისა და საერთაშორისო პარტნიორების მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირებას, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მოახლოებული ხელმოწერის ფონზე.

ამასთან, საქართველოს ეძლევა კარგი შესაძლებლობა, კონფერენციის მსვლელობისას საერთაშორისო პარტნიორებს გააცნოს ასოცირების შეთანხმების, განსაკუთრებით, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის სივრცის ეფექტიან იმპლემენტაციასთან დაკავშირებული რეფორმების დღის წესრიგი და პრიორიტეტები, ასევე, წარმოაჩინოს საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციების მიმართულებით შექმნილი ახალი პერსპექტივები.

წყარო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

ვიდეო