ეკონომიკა | თელავი

თელავში 'ზუზუმბოს ტურისტული კომპლექსი' შენდება

თელავში 'ზუზუმბოს ტურისტული კომპლექსი' შენდება
თელავში 'ზუზუმბოს ტურისტული კომპლექსი' შენდება

შპს "ბუნებრივი აირი" თელავში „ზუზუმბოს ტურისტული კომპლექსს“ აშენებს. წინასწარი გათვლებით, კომპლექსის მშენებლობაში 7 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
ამჟამად მშენებლობაზე 60 ადამიანია დასაქმებული. კომპლექსის დასრულების შემდეგ კი 70-80 ადამიანის დასაქმება იგეგმება. შპს ,,ბუნებრივი აირი“ თელავში სამ სასტუმროს ფლობს.

სასტუმროთა ქსელი ,,ძველი თელავი“ ორი სამსართულიანი კორპუსისგან შედგება, რომლებიც სრული დატვირთვით მუშაობენ. მესამე, 6-სართულიან კომპლექსში კი ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. შპს „ბუნებრივი აირი“ კახეთში, სასტუმროების ქსელის გარდა, გაზ-გასამართი სადგურების ქსელსაც ფლობს, სადაც კომპანიას 350 ადამიანი ჰყავს დასაქმებული."პროექტი 6 ჰა ფიჭვის მასივში ხორციელდება, რომელიც 4000 კვ/მ ფართის ევროსტანდარტების 6-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს.

კომპლექსი აერთიანებს სასტუმროს ძირითად შენობას, 9 კოტეჯს, დახურულ აუზს, ფიტნეს დარბაზს, ბარ-რესტორანს, შენობის სახურავზე განთავსებულ კაფე-ბარს, საჯინიბოს, მარანს, კახურ ეზოს და სხვადასხვა გასართობ საშუალებებს", ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ქართველიშვილი.

წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ვიდეო