ეკონომიკა | თბილისი

”რუსთავი-საგარეჯოს” გაზსადენების მშენებლობის სამუშაოებს მოინახულებენ

”რუსთავი-საგარეჯოს” გაზსადენი
”რუსთავი-საგარეჯოს” გაზსადენი

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორი დავით თვალაბეიშვილი, მაგისტრალური გაზსადენების სისტემის კახეთის განშტოების ”რუსთავი-საგარეჯოს” 25კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის სამუშაოებს მოინახულებენ.

ღონისძიებას ასევე დაესწრებიან პრეზიდენტის რწმუნებულები ქვემო ქართლში გიორგი მღებრიშვილი და კახეთის რეგიონში ირაკლი შიოლაშვილი.

წყარო: PIA - საინფორმაციო სააგენტო