ეკონომიკა | კაჭრეთი

დავით გალეგაშვილი კოოპერატივების სააგენტოს შეხვედრას დაესწრება

კახეთის რეგიონში, სოფელ კაჭრეთში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გამართულ შეხვედრას დაესწრება. შეხვედრაზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, კოოპერაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილება.

საკონტაქტო პირი: თეა შველიძე 577 71 33 74

წყარო: PIA - საინფორმაციო სააგენტო