ეკონომიკა | თბილისი

ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის კონფერენცია

ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის კონფერენცია
ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის კონფერენცია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის (ETSI) ორდღიან კონფერენციას მასპინძლობს.

კონფერენციას, სასატუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის (ETSI) გენერალური დირექტორი, ლუის იურგე რომერო სარო და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, აკაკი სიხარულიძე მისასალმებელი სიტყვით გახსნიან.

ორდღიანი სემინარის მსვლელობისას ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის ხელმძღვანელობა მეოთხე თაობის (4G) ფართოზოლოვანი (ინტერნეტ) მომსახურების (LTE) დანერგვის და განვითარების შესაძლებლობებს განიხილავენ, ასევე, საუბარი იქნება უსადენო ფართოზოლოვან ქსელთან დაშვების მომსახურების პერსპექტივაზე. ევროპელი ექსპერტები მედია კონტენტის გავრცელების ბაზარის მომავალზე და მომდევნო თაობის ქსელების (NGN) შესაძლებლობებზეც ისაუბრებენ.

კონფერენციას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტოს წარმომადგელნები დაესწრებიან. სემინარს, ასევე წამყვანი მაუწყებლები, ინტერნეტპროვაიდერები, მობილური და ფიქსირებული ქსელის ოპერატორებიც დაესწრებიან.

წყარო: კომუნიკაციების ეროვნული კომისია