ავტომობილების ტექნიკურ დათვალიერებას TUV Rheinland Group უზრუნველყოფს

მისივე თქმით, კომპანია TUV Rheinland Group დღეისთვის მსოფლიოს 61 ქვეყანაში 500-ზე მეტ ფილიალს მოიცავს და მისი წლიური ბრუნვა 1,3 მლრდ ევროს აღემატება. მიქელაძემ განმარტა, თუ რატომ მიენიჭა აღნიშნულ კომპანიას უპირატესობა. “უპირატესობა იქიდან გამომდინარე მიენიჭა, რომ ტესტირების პროცესი გარანტირებულად დადგენილ დროში და საჭირო სიმძლავრეებით დაიწყოს, რაც არა მხოლოდ უზრუნველყოფს ტესტირების ხარისხის გაზრდას, არამედ სისტემაში კორუფციის მაქსიმალურ პრევენციას მოახდენს და ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების შემოდინებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა მიქელაძემ. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში დაახლოებით, 900 000-მდე მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული და აღნიშნული რიცხვი 2015 წლის 1 მარტამდე კიდევ უფრო გაიზრდება.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კი განმარტავს, რომ ტექნიკური დათვალიერების საფასურში საქართველოს მოსახლეობის შესაძლებლობები იქნება გათვალისწინებული. ცნობისთვის, ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს ვალდებულება აქვს აღებული, რომ ყველა ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა ევროსტანდარტებთან მოვიდეს შესაბამისობაში.
წყარო: PIA - საინფორმაციო სააგენტო