სპორტი › ფეხბურთი | საზღვარგარეთ

PRO ლიცენზირების კურსი საქართველოში წარმატებით გრძელდება

PRO ლიცენზირების კურსი საქართველოში წარმატებით გრძელდება
PRO ლიცენზირების კურსი საქართველოში წარმატებით გრძელდება

დასრულდა PRO ლიცენზირების კურსის სწავლების მე-5 ეტაპი, რომელიც, ტრადიციულად, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ტარდება. შეგახსენებთ, რომ მწვრთნელთა ამ უმნიშვნელოვანეს საგანმანათლებლო კურსს საქართველო პირველად მასპინძლობს და განათლებას 15 ქართველი მწვრთნელი იღებს. ესენი არიან: ალექსანდრე ჩივაძე, ოთარ გაბელია, გია ცეცაძე, ვასილ მაისურაძე, გიორგი დევდარიანი, მალხაზ ჟვანია, სოსო ჭედია, გელა შეყილაძე, ვარლამ კილასონია, სოსო ფრუიძე, თემურ შალამბერიძე, რამაზ სოლოღაშვილი, გიორგი ტუღუში, გოჩა ტყებუჩავა და ბადრი კვარაცხელია.

ივნისში, თბილისში იმყოფებოდნენ და სასწავლო კურსს უძღვებოდნენ ფრანკო ფერარი (უეფას ტექნიკური ინსტრუქტორი), მიშელ საბლონი (JIRA-ს კომისიის წევრი, რომელიც მწვრთნელთა განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს კურირებს) და ფრენკ ლუდოლფი (უეფას საგანმანათლებლო სერვისების ხელმძღვანელი).

ივლისის ორკვირიან, ინტენსიურ კურსს კი დენი რაიზერი (JIRA-ს კომისიის წევრი, რომელიც მწვრთნელთა განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს კურირებს) უძღვებოდა. დენი რაიზერმა ტექნიკა-ტაქტიკური მოდული წაიკითხა, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ანალიზის თანხლებით. ასევე, წაიკითხა ლექციები მატჩის სტრატეგიაზე და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სწავლების 11 ეტაპიდან, 5 უკვე დასრულდა. სწავლა შემოდგომაზე განახლდება. ქართველი მწვრთნელების ჯგუფი შვეიცარიაში, ნიონში გაემგზავრება, სადაც ოთხი სხვადასხვა ქვეყნიდან PRO ლიცენზიის კანდიდატი მწვრთნელები ჩავლენ და ერთობლივი პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები გაიმართება.

წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ფოტო

PRO ლიცენზირების კურსი
PRO ლიცენზირების კურსი
PRO ლიცენზირების კურსი
PRO ლიცენზირების კურსი
PRO ლიცენზირების კურსი
PRO ლიცენზირების კურსი