სპორტი › ფეხბურთი | საზღვარგარეთ

23 ივლისი დინამოს ისტორიაში

23 ივლისი დინამოს ისტორიაში
23 ივლისი დინამოს ისტორიაში

დინამო თბილისი ყაზახეთში, ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპის საპასუხო შეხვედრაში აქტობეს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით აქტობეს ცენტრალურ სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

23 ივლისს დინამოს თავის ისტორიაში 9 ოფიციალურ მატჩი აქვს გამართული. 3 მოგება, 4 ფრე და 2 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი კი 15/13 თბილისელთა სასარგებლოდ.

1949 წელს დინამომ ლენინგრადში ადგილობრივ ზენიტთან ფრედ 2:2 ითამაშა. გოლები ზაზროევმა და მახარაძემ გაიტანეს. 1965 წელს მოსკოვში ცსკა- მ აჯობა დინამოს 1:0. 1977 წელს ვოროშილოვგრადის ზარიასთან მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 1981 წელს ისევ ლენინგრადში მატჩი ზენიტთან და ისევ ფრე 2:2. გოლები შენგელიამ და ჟელუდკოვმა (საკუთარ კარში) გაიტანეს.

1996 წელს უეფას თასის პირველ ეტაპზე დინამომ ლუქსემბურგის გრევენმახერთან 2:2 ითამაშა. კიკნაძემ და კერძევაძემ გამოიჩინეს თავი. მომდევნო წელს ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე დინამოელებმა ჩრდ. ირლანდიური კრუზეიდერსი 3:1 დაამარცხეს. კიკნაძემ, გოგიჩაიშვილმა და მუჯირმა გაიტანეს გოლები. 2003 წელს იმავე გათამაშების პირველ ეტაპზე მტკვრისპირელები ალბანურმა ტირანამ 3:0 დაამარცხა. 2009 წელს ევროპა ლიგის მეორე ეტაპზე დინამომ მერებაშვილის დუბლით და გურამ კაშიას ერთი გოლით 3:1 დაამარცხა ლიეპაიას მეტალურგსი. 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე ჩვენმა გუნდმა ფარერების სტრეიმურს 3:1 აჯობა. გოლები ჩისკომ, დვალმა და გლიშიჩმა გაიტანეს.

წყარო: ს.კ. დინამო თბილისი