სპორტი › ფეხბურთი | საზღვარგარეთ

დინამო U-19 რურის თასზე საასპარეზოდ გაემგზავრა

დინამო U-19 რურის თასზე საასპარეზოდ გაემგზავრა
დინამო U-19 რურის თასზე საასპარეზოდ გაემგზავრა

გერმანიაში, 19 წლამდე ფეხბურთელთა, ტრადიციული, პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი RUHR CUP 2014 გაიმართება. გათამაშებაში 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. დინამო თბილისი კახი გოგიჩაიშვილის თავკაცობით A ჯგუფში დორტმუნდის ბორუსიას, პირეოსის ოლიმპიაკოსს, ლისაბონის ბენფიკას და ვოლფსბურგს დაუპირისპირდება. B ჯგუფში მიუნჰენგლადბახის ბორუსია, გელზენკირხენის შალკე, ვესტ ჰემ იუნაიტედი, გალათასარაი და მაქაბი ნეთანია იასპარეზებენ. ხვალ დინამოელები პირველ შეხვედრაში მასპინძლებს - დორტმუნდის ბორუსიას დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ ასეთი რანგის ტურნირზე პრაქტიკულად არცერთი ქართული კლუბის ახალგაზრდულ გუნდს არ უასპარეზია.

წყარო: ს.კ. დინამო თბილისი

ფოტო

დინამო U-19 რურის თასზე საასპარეზოდ გაემგზავრა
დინამო U-19 რურის თასზე საასპარეზოდ გაემგზავრა