სპორტი › ფეხბურთი | თბილისი

დინამო / აქტობე VS სტიაუა / სტრომსგოდსეტი

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, დინამო თბილისი რუმინული სტიაუასა და ნორვეგიულ სტრომსგოდსეტს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა სტიაუასა და სტრომსგოდსეტს შორის ნორვეგიაში გაიმართა და მატჩი რუმინელთა გამარჯვებით – 1:0 დასრულდა.

მესამე ეტაპზე დინამოსა და აქტობეს შორის გამარჯვებული პირველ შეხვედრას შინ, 29 ან 30 ივლისს გამართავს. საპასუხო მატჩი კი სტუმრად 5 ან 6 აგვისტოს გაიმართება.

წყარო: ს.კ. დინამო თბილისი