მესხეთის საფეხბურთო ფესტივალი

ახალციხის ცენტრალურ საფეხბურთო სტადიონზე მესხეთის საფეხბურთო ფესტივალი გაიხსნება. პროექტი ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში ხორციელდება.
თამაშების დაწყებამდე გაიმართება კულტურული ღონისძიებები - მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, სახალისო ვიქტორინები და გათამაშებები მაყურებლებისთვის.
გახსნის დღეს ღონისძიებას დაესწრებიან: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვა მოწვეული, საპატიო სტუმრები და ჩემპიონატის 5 000 -მდე გულშემატკივარი.
ჩემპიონატში მონაწილეობენ როგორც რეგიონული გუნდები - სამცხე-ჯავახეთის , კახეთის, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთის , იმერეთის და სხვა რეგიონებიდან , ისე აზერბაიჯანისა და სომხეთის ახალგაზრდული გუნდები. სულ 16 ახალგაზრდული გუნდი.
საფეხბურთო ფესტივალი 8 ივნისამდე გაგრძელდება და საზეიმოდ რაბათის ციხეში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით დასრულდება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ანა ბაქანიძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი
სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი
ტელ .: 577 13 20 15
ელექტრონული ფოსტა: baqanidze@fondi.gov.ge; anabaqanidze@gmail.com