სპორტი › ფეხბურთი | თბილისი

ფუტსალში სტუდენტური ლიგის გათამაშება იწყება

ფუტსალში ლიგის გათამაშება
ფუტსალში ლიგის გათამაშება

6 მარტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციამ ფუტსალის სტუდენტური ლიგის გათამაშების კენჭისყრა გამართა და უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდები ორჯგუფად გადაანაწილა.

უმაღლეს ლიგაში 12 გუნდი ითამაშებს, პირველ ლიგაში კი პირველობისთვის 16 გუნდი იბრძოლებს. უმაღლესი ლიგის თამაშები 10 მარტიდან „არენა-2"-ში დაიწყება, პირველი ლიგის თამაშები კი 11 მარტიდან სტუ-ს სპორტდარბაზში. ჩემპიონატი კალენდარული პრინციპით გაიმართება და 19 მაისს დასრულდება. უმაღლესი ლიგიდან ორი გუნდი გავარდება, ერთი კი პლეი აუტს ითამაშებს.

პირველი ლიგიდან ორი უკეთესი მაჩვენებლის მქონე გუნდი გადავა უმაღლეს ლიგაში, მესამე ადგილოსანი პლეი აუტში უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძოლებს. სტუდენტური ლიგის გენერალური სპონსორი კომპანია „ბილაინია".

წყარო: სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

ვიდეო