სპორტი › ფეხბურთი | იმერეთი

ხონის მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი ფეხბურთში

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალაგაზრდულ სამქმეთა სამსახურის ორგანიზატორობით იწყება ჩემპიონატი ფეხბურთში ხონის მუნიციპალიტეტის ქალაქის უბნებსა და სასოფლო თემებს შორის.

ტურნირის მიზანია საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია.

თამაში ჩატარდება ორ ტაიმად.

ტაიმის ხანგრძლივობა 40 წუთი.

თამაშის ფრედ დამთავრების შემთხვევაში დაინიშნება ორი ათ- ათ წუთიანი ტაიმი. გამარჯვებულის არ გამოვლენის შემთსვევაში დაინიშნება 5-5 საპენალტო დარტყმა.

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს ხონის მუნიციპალიტეტის ქალაქის უბნებისა და სასოფლო თემებში მცხოვრებ მოყვარულ ფეხბურთელებს.უბანმა/ თემმა უნდა წარმოადგინოს მოთამაშე ფეხბურთელთა განაცხადი. გუნდში წარმოდგენილი უნდა იყოს მინიმუმ 15 მოთამაშე.

ტურნირში არ დაიშვებიან საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე მოქმედი ფეხბურთელები.

გამარჯვებულ გუნდებსგადაეცემათ თასი, დიპლომები და ფულადი ჯილდო.

წყარო: ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური