ნინელი გოგიტიძის ფილმის 'მარადისობის გზის' ჩვენება
ნინელი გოგიტიძის ფილმის 'მარადისობის გზის' ჩვენება
ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში ფესტივალ "ბათუმური გაზაფხულის" ფარგლებში ნინელი გოგიტიძის ფილმის ,,მარადისობის გზის“ ჩვენება გაიმართება. ფილმი ეძღვნება მსახიობ ბიძინა მიქაუტაძის ხსოვნას.
ფესტივალი "ბათუმური გაზაფხული" ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ორგანიზებითა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.