კულტურა › ფესტივალი | საქართველო

ფესტივალი 'არტ-გენი 2014'-ის დასკვნითი ნაწილი

ფესტივალი 'არტ-გენი 2014'-ის დასკვნითი ნაწილი
ფესტივალი 'არტ-გენი 2014'-ის დასკვნითი ნაწილი

თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 20-27 ივლისს, ფესტივალი „არტ-გენი 2014“ ის დასკვნითი ნაწილი გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა რეგიონებიდან ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები, ჯაზ-საღამოები, ანსამბლის „სუხიშვილები“ ჯგუფის „ზუმბალენდი“, ჯგუფების "რეგიონი" , "ფრანი", "ჩვენებურები, "33ა" და ნინო ქათამაძის კონცერტები, ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა–გაყიდვა; მუსიკალური იმპროვიზაციები და მასტერკლასები ყველა დარგში.

ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ყოველწლიური ფესტივალი „არტ-გენი“, რომელიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ეწყობა, საფუძველი 2004 წლიდან ჩაეყარა. მისი მიზანია ქართული ხალხური შემოქმედების პოპულარიზაცია, უცნობი ნიმუშების შეკრება და საზოგადოებისათვის გაცნობა. წლევანდელი ფესტივალი ტრადიციულად საქართველოს სხვადასხვა კუთხეებსა და დედაქალაქს მოიცავს. კონცერტების პარალელურად ,ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამოიფინება ხალხური რეწვის ნამუშევრები, გაიმართება გასართობი წარმოდგენები და ხალხური თამაშობები, იფუნქციონირებს კვების ობიექტები.

დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ფესტივალი "არტ-გენი"-ს ვებ გვერდს

წყარო: თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი

ფოტო

ფესტივალი 'არტ-გენი 2014'-ის დასკვნითი ნაწილი
ფესტივალი 'არტ-გენი 2014'-ის დასკვნითი ნაწილი