კულტურა › ფესტივალი | საქართველო

ფესტივალის 'არტ-გენი 2014' პროგრამა

ფესტივალის 'არტ-გენი 2014' პროგრამა
ფესტივალის 'არტ-გენი 2014' პროგრამა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გ.ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც არტ-გენის ორგანიზატორებმა და ფესტივალის პარტნიორებმა წარადგინეს ფესტივალის წლევანდელი პროგრამა.

არტ-გენის ტრადიციული მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერია.

20 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით თბილისში, გ. ჩიატაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალი „არტ-გენი“-ს შემაჯამებელი 8 დღიანი დასკვნითი ნაწილი გაიმართება.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნებიან, როგორც ხალხური სიმღერის, ინსტრუმენტალური მუსიკის, ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერებისა და რეწვის ოსტატები საქართველოს ყველა კუთხიდან, ასევე თანამედროვე ქართული ჯგუფები. ტერიტორიაზე იფუნქციონირებს ტრადიციული კულინარიული კუთხე და კვების ობიექტი.

ფესტივალი არტ-გენი უკვე მე-11 წელია წარმატებით ტარდება ჯგუფ ”არტ-გენი”-ის ორგანიზებით და მის ძირითად მიზანს ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

ფესტივალის გენერალური სპონსორი: ”ბანკი კონსტანტა”
ფესტივალის პარტნიორები: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გ. ჩიატაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია

ფესტივალის პროგრამა

20 ივლისი

12:00 - ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა-გაყიდვა;
18:30 - 22:00 - ფოლკლორი სამეგრელო
22:00 - დასკვნითი კონცერტი - საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი, ჯაზის საღამო, თამაზ ყურაშვილი და მეგობრები.

21 ივლისი

12:00 - ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა-გაყიდვა;
18:30 -22:00 - ფოლკლორი შიდა ქართლი,
მცხეთა - მთიანეთი, აფხაზეთის დღე;
22:00 - დასკვნითი კონცერტი ჯგუფი "ჩვენებურები".

22 ივლისი

12:00 - ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა-გაყიდვა;
18:30 - 22:00 - ფოლკლორი "სამცხე-ჯავახეთი", გურია, სამაჩაბლოს დღე
22:00 - დასკვნითი კონცერტი ჯგუფები "რეგიონი" "ფრანი".

23 ივლისი

12:00 - ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა-გაყიდვა;
18:30- 22:00 - ფოლკლორი "ქვემო ქართლი", სვანეთი;
22:00 - დასკვნითი კონცერტი ნიკა კოჩაროვი - რობი კუხიანიძე.

24 ივლისი

12:00 ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა-გაყიდვა;
18:30 - 22:00 - ფოლკლორი კახეთი, ლეჩხუმი; 22:00 - დასკვნითი კონცერტი ჯგუფი სუხიშვილები.

25 ივლისი

12:00 - ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა-გაყიდვა;
18:30 - 22:00 - ფოლკლორი იმერეთი;
22:00 - დასკვნითი კონცერტი ჯგუფი ზუმბალენდი.

26 ივლისი

12:00 - ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა-გაყიდვა;
18:30 - 22:00 - ფოლკლორი აჭარა
22:00 - დასკვნითი კონცერტი ნინო ქათამაძე

27 ივლისი

12:00 - ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა-გაყიდვა;
18:30 - 22:00 - ფოლკლორი რაჭა; 22:00 - დასკვნითი კონცერტი ჯგუფი "33ა".

წყარო: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

ფოტო

ფესტივალი 'არტ-გენი 2014'
ფესტივალი 'არტ-გენი 2014'
ფესტივალი 'არტ-გენი 2014'
ფესტივალი 'არტ-გენი 2014'
ფესტივალი 'არტ-გენი 2014'
ფესტივალი 'არტ-გენი 2014'