კულტურა › ფესტივალი | ბათუმი

შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური რიგით VIII ჯაზ-ფესტივალი

შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური რიგით VIII ჯაზ-ფესტივალი
შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური რიგით VIII ჯაზ-ფესტივალი

ბათუმში, კულტურის სამინისტრო და თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება TBC STATUS წარმოგიდგენთ, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბურ რიგით VIII ჯაზ-ფესტივალს.

ფესტივალში ტრადიციულად, მსოფლიოს ცნობილი უცხოელი ჯაზ-შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტები ჩატარდება 4 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს, ბათუმის ტენისის კორტებზე. ფესტივალის ეგიდით, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ფასიანი კონცერტების გარდა, ბენდი „MEN IN BRASS" სამი დღის განმავლობაში 15 უფასო შოუს გამართავს, სადაც ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს საშუალება ექნებათ უფასოდ მოუსმინონ ცოცხალ მუსიკას.

ჯაზ-ფესტივალზე მოწვეული მუსიკოსები შემადგენლობა შემდეგია: KOOL AND THE GANG (USA), LIV WARFIELD feat. The NPG Hornz (USA), BOOTSY COLLINS & The Funk Unity Band (USA), MARIO BIONDI (IT), RAMON (AT), MEN IN BRASS (GER), Parov Stelar presents MAX THE SAX (AT). 2008 წლიდან ბათუმის ჯაზ-ფესტივალი ევროპის ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ფესტივალების კატალოგშია შესული.

იხილეთ Black Sea Jazz Festival Calendar

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

ვიდეო