კულტურა › ფესტივალი | დუშეთი

ფესტივალს 'ქართული სული', პრემიერ მინისტრი და საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი დაესწრებიან

ფესტივალს 'ქართული სული', პრემიერ მინისტრი და საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი დაესწრებიან
ფესტივალს 'ქართული სული', პრემიერ მინისტრი და საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი დაესწრებიან

ბარისახოში ფესტივალი „ქართული სული“ გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ფოლკლორული ჯგუფები და პოეტები.

გაიმართება ადგილობრივ მკვიდრთა ფოტონამუშევრების გამოფენა. საპატიო სტუმრების სახით ფესტივალს დაესწრებიან სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი და სხვა ოფიციალური პირები.

ფესტივალის დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე საქართველოს პრემიერ მინისტრს „საუკუნის გზის“ მშენებლობის მოთავეობისთვის და საქართველოს მთიანეთისადმი განსაკუთრებული ყურადღებისათვის „ქართული სულის“ სიმბოლურ გამოსახულებას გადასცემს. ქართული სულის მედლით, ასევე, დაჯილდოვდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი - პირიქითა ხევსურეთთან შემაკავშირებელი გზის მშენებლობის მოთავეობისათვის.

წყარო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო