კულტურა › ფესტივალი | ბათუმი

ბათუმში, სტრიტ არტ ფესტივალი გაიმართება

ბათუმში, სტრიტ არტ ფესტივალი გაიმართება
ბათუმში, სტრიტ არტ ფესტივალი გაიმართება

ბათუმში, სტრიტ არტ ფესტივალი იხსნება. ფესტივალის გახსნა 7 საათისთვის ხელოვნების ცენტრ CAC 41N/41E - შია  დაგეგმილი.

სტრიტ არტ ფესტივალის ფარგლებში წელს ბათუმში 10 კედელი მოიხატება.  კედლები  ქალაქის სხვადასხვა უბნებშია შერჩეული.   ერთი კვირის განმავლობაში ბათუმის სხვადასხვა უბანში ტურისტებსა და ბათუმელებს შესაძლებლობა ექნებათ ხატვის პროცესს თვალყური ადევნონ.

ფესტივალში სულ 24 არტისტი მონაწილეობს. 18 საფრანგეთიდან და 6 საქართველოდან.  ფესტივალის ორგანიზატორია  არტ სტუდია DOTCOMMA.

სტრიტ არტ ფესტივალი პირველად ბათუმში გასულ წელს გაიმართა.  ფრანგი და ქართველი არტისტების 17 ნამუშევარი ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარედაა განთავსებული. ნამუშევრების ნახვა ასევე შესაძლებელია  CAC 41N/41E - ში.

2013 წელს გამართულ ფესტივალზე ასევე მომზადდა დოკუმენტური ფილმი.

ბათუმის სტრიტ არტ ფესტივალი 2014  აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

წყარო: "ბათუმელები"

ფოტო

ბათუმში, სტრიტ არტ ფესტივალი გაიმართება
ბათუმში, სტრიტ არტ ფესტივალი გაიმართება