კულტურა › ფესტივალი | ხელვაჩაური

თოჯინების სახალხო თეატრების ფესტივალი 'ტიკინები 2014' გაიმართება

თოჯინების სახალხო თეატრების ფესტივალი 'ტიკინები 2014' გაიმართება
თოჯინების სახალხო თეატრების ფესტივალი 'ტიკინები 2014' გაიმართება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში თოჯინების სახალხო თეატრების ფესტივალი ,,ტიკინები 2014” გაიმართება.

თოჯინების სახალხო თეატრების ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 10 შემოქმედებითი ჯგუფი (ხელვაჩაური, ლაგოდეხი, ხაშური, ხარაგაული, ჭიათურა, საგარეჯო, გურჯაანი, ახალქალაქი, ზესტაფონი, ფოთი).

ფესტივალი ტარდება ხელვაჩაურის თოჯინების სახალხო თეატრის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით და მიზნად ისახავს სახალხო თეატრების პოპულარიზაციას და ხელშეწყობას. ფესტივალის მიმდინარეობას შეაფასებს ჟიური, რომელიც გამოავლენს ნომინაციებს სხვადასხვა კატეგორიებში.

ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდება.

წყარო: აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო