კულტურა › ფესტივალი | თბილისი

ბავშთა და მოზრდთა საერთაშორისო საბალეტო ქორეოგრაფიული ფესტივალი

საქართველოს პედაგოგ–ქორეოგრაფთა ასოციაცია. თბილისის ბავშთა და მოზრდთა საერთაშორისო საბალეტო ქორეოგრაფიული ფესტივალი, მიძღვნილი ვახტანგ ჭაბუკიანისადმი.

ფესტივალის მიზანია საქართველოში მოღვაწე ყველა კერძო თუ სახელმწიფო სკოლის და სტუდიის აღსაზრდელების საშემსრულებლო დონის ამაღლება და დახვეწა და საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაცია, რასაც ხელს უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრების გამოცდილებაც შეუწყობს.

ფესტივალის ორგანიზატორი: საქართველოს პედაგოგ–ქორეოგრაფთა ასოციაცია.

მხარდამჭერები ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს შოთა რუსტაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. საკონკურსო ნაწილში გამარჯვებულებს ქართველი და უცხოელი კვალიფიციური ჟიური გამოავლენს. ნომინაციები წარმოდგენილი იქნება კლასიკურ, თანამედროვე და სახასიათო ცეკვების ჟანრში.

ფესტივალის მონაწილეები იქნებიან: ადგილობრივი მოყვარული და პროფესიონალი მოცეკვავეები, აგრეთვე საქართველოს ეწვევიან აზერბაიჯანის, თურქეთის, და სხვა ქვეყნებში მოღვაწე კოლექტივები და სოლო შემსრულებლები.

  • ფესტივალის ჩატარების ადგილი: ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის საკონცერტო დარბაზი.
  • მის: ილია ჭავჭავაძის გამზ. 1.
  • საკონტაქტო პირი: ნატალია დიღმელაშვილი - ფესტივალის და ასოციაციის დირექტორი.
  • ტელ.: 593 20 95 97;
  • ელ. ფოსტა: E-mail: associationgtch@gmail.com
  • ელ. მისამართი: https://www.facebook.com/georgian.teacherchoreographers

წყარო: http://tbilisiculture.com/index.php?pg=nw&id=745&pg=nw

ფოტო

ბავშთა და მოზრდთა საბალეტო ფესტივალი
ბავშთა და მოზრდთა საბალეტო ფესტივალი