კულტურა › ფესტივალი | თბილისი

საბავშვო წიგნის III ფესტივალი

საბავშვო წიგნის III ფესტივალი
საბავშვო წიგნის III ფესტივალი

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი) გაიმართება საბავშვო წიგნის III ფესტივალი, გამოიფინება და გაიყიდება სხვადასხვა გამომცემლობის საბავშვო-საყმაწვილო წიგნები.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ფოლკლორული ანსამბლები.

დაჯილდოვდებიან ფესტივალში გამარჯვებული გამომცემლობები და ავტორები სხვადასხვა ნომინაციებში:

  • საუკეთესო საბავშვო პოეზიის კრებული;
  • საუკეთესო ზღაპარების კრებული;
  • საუკეთესო საბავშვო მოთხრობების კრებული;
  • საუკეთესო საბავშვო გამომცემლობა;
  • კლასიკოსები საბავშვო ლიტერატურაში;
  • საუკეთესო საკითხავი ბავშვებისათვის;
  • საუკეთესო შემეცნებითი წიგნი ბავშვებისათვის;
  • საუკეთესო შემეცნებითი წიგნი მოზარდთათვის;

საბავშვო წიგნის ფესტივალი მესამედ იმართება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ის ლოცვა-კურთხევით.

წყარო: საპატრიარქოს ახალგზრდული ცენტრი