კულტურა › ფესტივალი | თბილისი

ლიტვური პოეზიის ფესტივალი საქართველოში

ლიტვური პოეზიის ფესტივალი საქართველოში
ლიტვური პოეზიის ფესტივალი საქართველოში

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ყოველწლიური ლიტვური ფესტივალის - „პოეზიის გაზაფხულის“ ფარგლებში, საქართველოს ლიტველ პოეტთა ოთხკაციანი დელეგაცია ეწვევა.

ვიზიტის განმავლობაში, ლიტველი პოეტები შეხვდებიან ქართველ კოლეგებს, მოინახულებენ თბილისის ღირსშესანიშნაობებს და გამართავენ რამდენიმე პოეტური კრებულის პრეზენტაციას.

საერთაშორისო ფესტივალი „პოეზიის გაზაფხული“ ლიტვაში ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეული პოეტები. ბოლო რამდენიმე წელია, ღონისძიება გასცდა ლიტვის ფარგლებს და სხვა ქვეყნებშიც იმართება. წელს ორგანიზატორებმა „პოეზიის გაზაფხულის“ ჩატარება საქართველოში გადაწყვიტეს.

პროექტი ინიცირებულია „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის“ – „კავკასიური სახლის“ ლიტვური ლიტერატურის მთარგმნელის ნანა დევიძის მიერ და ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.

წყარო: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ოფიციალური გვერდი

ფოტო

ლიტვური პოეზიის ფესტივალი საქართველოში
ლიტვური პოეზიის ფესტივალი საქართველოში