კულტურა › ფესტივალი | თბილისი

'ახალი ღვინის ფესტივალი 2014'

'ახალი ღვინის ფესტივალი 2014'
'ახალი ღვინის ფესტივალი 2014'

ღვინის კლუბი გიწვევთ "ახალი ღვინის ფესტივალი 2014"-ზე. ბოლო მოსავლის ღვინოებს წარმოადგენენ თითქმის ყველა მსხვილი ღვინის კომპანიები, მცირე მარნები და ოჯახური მეღვინეობები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებს ჯაზ კვარტეტი "IrReSoNic" და ფოლკლორული ანსამბლი "ახალუხლები".

კარი ყველასთვის ღიაა.

პროგრამა:

11:00 კარის გახსნა

12:00 ფესტივალის საზეიმო გახსნა

13:00 ფესტივალის ქვევრის ახდა, რომელშიც საუკეთესო ოჯახური ღვინო იქნება წარმოდგენილი

13:30 ღვინით სავსე კასრის გათამაშება

14:00 "ღვინის კლუბის მეგობრები 2014" - საქართველოს რაგბის ნაკრების დაჯილდოვება

14:30 ღვინით სავსე კასრის გათამაშება

16:00 ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილეების დაჯილდოვება სიგელებითა და "ღვინის კლუბის" სიმბოლოებით

18:00 ფესტივალის დახურვა

წყარო: ღვინის კლუბი

ფოტო

'ახალი ღვინის ფესტივალი 2014'
'ახალი ღვინის ფესტივალი 2014'