კულტურა › ფესტივალი | თბილისი

თბილისის წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალი

თბილისის წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალი
თბილისის წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალი

იხსნება თბილისის წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალი.

წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, წიგნის ფესტივალი დატვირთული იქნება განსხვავებული და საინტერესო ღონისძიებებით: საჯარო ლექციებით, წიგნის პრეზენტაციებით, ლიტერატორებთან შეხვედრებით და სხვ.

წიგნის ფესტივალი ტრადიციულად ტარდება საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

წლევანდელი ფესტივალი გამორჩეული იქნება, მას სამი სპეციალური სტუმარი ჰყავს:

მსოფლიოში აღიარებული, ნორვეგიელი მწერალი, ერლენდ ლუ, რომელსაც ქართველი მკითხველი წიგნით "ნაივური. სუპერი", რომელიც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ 2004 წელს დასტამბა.

ფესტივალის მეორე სტუმარი, კანადელი პოეტი, პატრიკ ვუდქოქია, რომლის ლექსებიც შოთა იათაშვილმა თარმგნა. წიგნის ფესტივალის ფარგლებში მკითხველები ორივე ავტორს შეხვდებიან.

წლევანდელი ფესტივალს კიდევ ერთი გამორჩეული სტუმარი ჰყავს. მას გერმანიაში მცხოვრები, ევროპაში ძალიან პოპულარული ქართველი მწერალი, ნინო ხარატიშვილი ეწვევა, რომლის პირველი რომანის "ჟუჟას" პრეზენტაცია სწორედ წიგნის ფესტივალის ფარგლებში გაიმართება.

ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი და მონაწილეები უამრავ სიურპრიზს გიმზადებენ.

წყარო: თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი